სიახლე

მედია: 9 აპრილს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ გრავლინის სანაპიროზე, განთიადისას ნაპოვნი საქართველოს მოქალაქის პასპორტი იმ ტრაგიკული დღის სიმბოლოდ იქცა

News.ge

9 აპრილს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ გრავლინის სანაპიროზე, განთიადისას ნაპოვნი საქართველოს მოქალაქის პასპორტი იმ ტრაგიკული დღის სიმბოლოდ იქცა, როდესაც ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობას კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ორი მამაკაცი და ორი ქალი მცირე ზომის ნავით ინგლისში გადასვლას ცდილობდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, ბულონ-სიურ-მერის მახლობლად, ეკიჰენ-პლაჟთან მოხდა. ოფიციალური პირების განმარტებით, ისინი […]

პირველწყარო →
9 აპრილს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ გრავლინის სანაპიროზე, განთიადისას ნაპოვნი საქართველოს მოქალაქის პასპორტი იმ ტრაგიკული დღის სიმბოლოდ იქცა, როდესაც ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობას კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ორი მამაკაცი და ორი ქალი მცირე ზომის ნავით ინგლისში გადასვლას ცდილობდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, ბულონ-სიურ-მერის მახლობლად, ეკიჰენ-პლაჟთან მოხდა. ოფიციალური პირების განმარტებით, ისინი ნავზე ასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში დახმარება გაეწია 40-ზე მეტ ადამიანს, ჰოსპიტალიზებულია ორი ბავშვი.
ეს მიმდინარე თვეში მომხდარი ერთადერთი ფატალური შემთხვევა არ არის – აპრილის დასაწყისში სრუტის გადაკვეთისას კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, 2026 წელი უკვე ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი მათთვის, ვინც ევროპაში თავშესაფრის პოვნას ზღვით ცდილობს. მიმდინარე წელს ევროპის სანაპიროებამდე მიღწევის მცდელობისას დაახლოებით 990 ადამიანი დაიღუპა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

მსგავსი