სიახლე

ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მედიაცენტრი

ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისლამაბადში პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეჰბაზ შარიფს შეხვდა. ვენსისა და შარიფის გარდა შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ასევე, პაკისტანის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოჰსინ ნაქვიმ და იშაქ დარიმ მიიღეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, შეჰბაზ შერიფმა აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ძალისხმევის გაგრძელებას მოუთმენლად ელის“. მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ირანის დელეგაციას შეხვდა. The post ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი