სიახლე

აშშ-ირანს შორი მოლაპარაკებები ვერ შედგა

მედიაცენტრი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან გამართული მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დასრულების შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა. „უკვე 21 საათია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ირანელებთან არაერთი არსებითი განხილვა გვქონდა – ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში შეთანხმების მიღწევის გარეშე“, – განაცხადა ვენსმა ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, აშშ-მა „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარადგინა, ირანელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს აშშ-ის შეთანხმების პირობების მიღებაზე, რომლებიც, ვენსის მტკიცებით „საკმაოდ მოქნილი“ იყო. The post აშშ-ირანს შორი მოლაპარაკებები ვერ შედგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი