მარტვილში, სოფელ ბანძაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ სოციალუ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი და გიდი, ონისე ჯანაშია წერს.
მისი თქმით, ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული.
„მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა.
8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი. დაკბენილია 3 ადამიანი.
ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.
თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს!”, – წერს ჯანაშია.