აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი მარი კორკოტაძე კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამია Facebook სტატუსს ეხმაურება, სადაც მან ტერმინი – “პოლიტიკური აუტიზმი” გამოიყენა.
მარი კორკოტაძე ამბობს, რომ აუტისტი სალანძღავი სიტყვა არ არის და პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხელისფულებაში მოსვლა სურთ, მსგავსი ტერმინების მიმართ ფრთხილად უნდ იყვნენ.
“აუტისტი სალანძღავი მდგომარეობა არ არის. ნიკა გვარამია ეს არის ჩემი პასუხი თქვენს დღევანდელ პოსტზე.
ძალიან განერვიულებული და გამწარებული ვარ!
პ.ს. აქვე ქართულ ოცნებას და მის მხარდამჭერებსაც მოგმართავთ, არც ეცადოთ ჩემი ამ ვიდეოს თქვენ სასარგებლოდ გამოყენებას” – წერს მარი კორკოტაძე. ნიკა გვარამიას პოსტის საპასუხოდ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ტერმინი, “პოლიტიკური აუტიზმი” გამოიყენა.
შემდეგ, პოლიტიკოსმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
“ვეხმაურები ტელეკომპანია იმედის ამორალურ პროვოკაციას, ჩემს მიერ ერთ-ერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ “პოლიტიკურ აუტიზმთან” დაკავშირებით:
ცხადია, არავითარ კავშირში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არ აქვს. ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი “პოლიტიკური” და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში.
ის, რომ აუტიზმი დიაგნოზია, არანაირად არ განაპირობებს რეალური ადამიანების შეურაცხყოფას.
“პოლიტიკურად კოჭლი” რომ მეწეროს, ან “პოლიტიკური სიყრუე”, ან “პოლიტიკური შიზოფრენია”, მაშინ? თუ სიყრუე, სიბრმავე და შიზოფრენია დიაგნოზი არაა?
სტერილური “პოლიტკორექტულობაა” სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და კანონზომიერად შობს საწინააღმდეგო უკიდურესობას ფაშისტური მემარჯვენეობის სახით.
ps თუ ვინმემ მაინც აღიქვა ეს გამოთქმა პრობლემად, დავას არ ვაპირებ, უბრალოდ წავშლი.” – წერს ნიკა გვარამია.
The post “ნიკა გვარამიას მინდა მივმართო, ძალიან განერვიულებული და გამწარებული ვარ!” – აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი ნიკა გვარამიას მიმართავს appeared first on elNews.ge.