სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით -14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი (გამოცდის ოქმი #2465).
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე აცნობა შესაბამის უწყებებს და დაიწყო სალიკვიდაციო ღონისძიებები:
- დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი
- ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის თავშესაფარში
- მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და მათზე ზედამხედველობა
სააგენტო მოუწოდებს ყველას, ვისაც კონტაქტი ჰქონდა საეჭვო ძაღლთან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში („ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე), დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციისთვის და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს.