სიახლე
“ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გავარემონტებთ”- ზელენსკი
მედიაცენტრი
“როგორც ვამბობდით, ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გავარემონტებთ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “როგორც ვამბობდით, ის აპრილის ბოლომდე გარემონტდება, მთლიანად არა, მაგრამ საკმარისად, რათა ფუნქციონირება შეძლოს”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ერთდროულად ყველა რეზერვუარის შეკეთება ვერ მოხერხდება, ვინაიდან, ეს გრძელი პროცესია. “მაგრამ ეს კითხვა სხვა რამეზეა: შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირებას? კი”, – განაცხადა ზელენსკიმ. The post “ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გავარემონტებთ”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.