სიახლე

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

MegaTV

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღდგომის დღეებში ბავშვებისთვის წითელი კვერცხის მირთმევის დოზების და შესახებ წერს. „აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი!!! კვერცხი პრაქტიკულად „სუპერ საკვებია“ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას,შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას,რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის. ქოლინი -ტვინის განვითარებისთვის […]

პირველწყარო →

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღდგომის დღეებში ბავშვებისთვის წითელი კვერცხის მირთმევის დოზების და შესახებ წერს.

„აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი!!! კვერცხი პრაქტიკულად „სუპერ საკვებია“ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას,შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას,რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის.

ქოლინი -ტვინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია (მეხსიერება, კონცენტრაცია)

ვიტამინები – A, D, B12,B2,B5 → იმუნიტეტი, ძვლები, ნერვული სისტემა;

რკინა და თუთია -ანემიის პრევენცია და იმუნური მხარდაჭერა;

ომეგა-3 (განსაკუთრებით სოფლის კვერცხში)-ტვინისა და მხედველობის განვითარების წყაროა;

განსაკუთრებით სასარგებლოა პუბერტატულ პერიოდში, აქტიური ზრდის პერიოდში და ინფექციის გადატანის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესებისთვის!!!

რამდენი კვერცხი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დღეში?

რეკომენდაციები ასაკის მიხედვით:

1-3 წელი: ½-1 კვერცხი დღეში;

3-7 წელი: 1 კვერცხი დღეში;

7+ წელი: 1-2 კვერცხი დღეში;

აღდგომის დღეებში შეიძლება ერთჯერადად ცოტა მეტი (2-3 კვერცხი), მაგრამ არა ყოველდღიურად.  ზედმეტი კვერცხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:

მონელების პროცესების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა;

ალერგიული რეაქციები – განსაკუთრებით პატარა ასაკში (გამონაყარი, ქავილი);

ქოლესტერინის დროებითი მატება – ხანგრძლივი გადაჭარბებისას.

ცილით გადატვირთვა -თირკმელებზე ზედმეტი დატვირთვა (იშვიათად, მაგრამ გასათვალისწინებელია)  ზოგადად
უმჯობესია მოხარშული კვერცხი, არა შემწვარი.

არ მივცეთ ერთდროულად ბევრი (ბავშვები აღდგომაზე ხშირად „ეჯიბრებიან“ ერთმანეთს  )
დავაკვირდეთ ალერგიის ნიშნებს.

აღდგომის კვერცხი ჯანმრთელობის სიმბოლოა. მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა და ყველაზე კარგი საკვები მაინც ზომიერებაა“ – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.


მსგავსი