სიახლე

რუსთავსა და ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

რეგიონალური სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი – 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. – რუსთავსა და ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ამოიღეს სხვადასხვა სახის, სარეალიზაციოდ დაფასოებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი – 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. – რუსთავსა და ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ამოიღეს სხვადასხვა სახის, სარეალიზაციოდ დაფასოებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და გამომშრალი მარიხუანა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი