სიახლე

„ეროვნული მობილიზაცია” 26 მაისის აქციისთვის – რას გამოიწვევს პროტესტი დამოუკიდებლობის დღეს

GuriaNews

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს ორთვიან კამპანიას პარლამენტის წინ აქცია-კულმინაციით ასრულებს, მანამდე ისინი „ეროვნული მობილიზაციის” ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს ატარებენ. დამოუკიდებლობის დღის ტრადიცილუად აღნიშვნას გეგმას მთავრობაც,მათი თქმით, ოპოზიციამ თარიღი სპეციალურად დაამთხვია, რაც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ოპოზიციურმა ალიანსმა ეროვნული მობილიზაციის კამპანია 31 მარტს დაიწყო და ორ თვეს გასტანს. ამ პერიოდში დაანონსებულია შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, […] The post „ეროვნული მობილიზაცია” 26 მაისის აქციისთვის – რას გამოიწვევს პროტესტი დამოუკიდებლობის დღეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს ორთვიან კამპანიას პარლამენტის წინ აქცია-კულმინაციით ასრულებს, მანამდე ისინი „ეროვნული მობილიზაციის” ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს ატარებენ. დამოუკიდებლობის დღის ტრადიცილუად აღნიშვნას გეგმას მთავრობაც,მათი თქმით, ოპოზიციამ თარიღი სპეციალურად დაამთხვია, რაც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

ოპოზიციურმა ალიანსმა ეროვნული მობილიზაციის კამპანია 31 მარტს დაიწყო და ორ თვეს გასტანს. ამ პერიოდში დაანონსებულია შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში. კულმინაციური შეკრების ადგილი კი თბილისი იქნება, პარლამენტის წინ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ თარიღის დამთხვევა არახალია და ამას ნინო ბურჯანაძის ხალხი იყენებდა ჯერ კიდეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მისი თქმით, აქცია შესალოა მასშტაბური იყოს, თუმცა ერთჯერადი ხასიათის იქნება.

„ესენი ანტიეროვნული ძალები არიან, რომლებიც კარგა ხანია დარწმუნდნენ იმაში, რომ ერთადერთი გზა რომ ტელევიზიით ის სურათი დადგან, რაც სჭირდებათ, ესაა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, თავისი ლანძღვით გინებით და გაწევ-გამოწევით. 9 აპრილს დავინახეთ რაც მოხდა, უნდათ დაიკაონ ის ადგილი, სადაც უსათუოდ იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. რაღაც ისეთი ღონისძიება უნდა იყოს, რომ თვითონ დადგნენ და იყვირონ ლოზუნგები რომ „თქვენი ადგილი აქ არ არის”, „ კრემლის მონებო” და ა. შ. ეს სცენა უნდათ 26 მაისსაც.

  • პეტრე მამრაძე: „26 მაისს მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფერი ის დაიკაონ რუსთაველი იქნება თუ სხვა, სადაც შეიძლება ხელისუფლებამ ღონისძიება ჩაატაროს, ვინაიდან ეს ეროვნული დღესასწაულია, რომ ამით რაიმე გამოიწვიონ”

„ეს ახალი არაა, სხვათა შორის, ამას ჯერ კიდევ სააკაშვილის წინააღმდეგ იყენებდა ბურჯანაძის ხალხი, მაინცდამაინც 26 მაისისთვის უნდოდათ რომ დაგვარბევენო, მერე მიშას გადადგომა მოუწევსო და მაშინ ადამიანები გაწირეს. ახლა ამ ხერხს ესენი იყენებენ, 26 მაისს მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფერი ის დაიკაონ რუსთაველი იქნება თუ სხვა, სადაც შეიძლება ხელისუფლებამ ღონისძიება ჩაატაროს, ვინაიდან ეს ეროვნული დღესასწაულია, რომ ამით რაიმე გამოიწვიონ.

განაგრძეთ კითხვა

The post „ეროვნული მობილიზაცია” 26 მაისის აქციისთვის – რას გამოიწვევს პროტესტი დამოუკიდებლობის დღეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი