სიახლე

ისრაელი ტრამპის თხოვნით დათანხმდა

მედიაცენტრი

ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტას დონალდ ტრამპის თხოვნით დათანხმდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის მინისტრებს განუცხადა. „როდესაც ისრაელის უდიდესი მეგობარი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებს, ისრაელი მასთან თანამშრომლობს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ. მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, რომელიც დღეს ღამით უნდა დაიწყოს, დარჩებიან იმ „სტრატეგიულ წერტილებზე“, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ. The post ისრაელი ტრამპის თხოვნით დათანხმდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი