სიახლე
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს
მედიაცენტრი
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ზაფხულის სანაკრებო პაუზაზე მეორე სპარინგ-პარტნიორიც შეითანხმა და ბაჰრეინს შეხვდება. ცნობილი იყო, რომ ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს ამხანაგურად თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებდა, ფრანგ სპეციალისტს მეორე თამაშის ჩატარების სურვილიც ჰქონდა, მაგრამ მეტოქე არ იყო დაზუსტებული. საბოლოოდ, ბაჰრეინთან თამაში გადაწყდა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც 2 ივნისს რუმინეთსაც დავპირისპირდებით. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. The post საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.