სიახლე

ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს

მედიაცენტრი

მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი, სადაც ამ წუთებში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, დატოვეს. ჯანგველაძის ახლობლების გაღიზიანება ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის დასკვნითმა სიტყვამ გამოიწვია. როგორც სხდომის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებდნენ, ისინი ვერ მოუსმენდნენ იმ ყველაფერს, რაზეც ადვოკატები საუბრობდნენ. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოს გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. The post ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი