სიახლე

რაში ჭრიან “ქალაქის” გამოცდაზე ძირითადად?

GuriaNews

რაში ჭრიან ქალაქის გამოცდაზე ძირითადად? რაც გავარკვიე დავწერ! ბლოკი 1: „უხილავი“ მახეები დაძვრამდე (ყველაზე ხშირი მსუბუქი შეცდომები) ამ ეტაპზე კანდიდატების 80% მანქანის დაძვრამდე უკვე აგროვებს 2-3 მსუბუქ შეცდომას. ​15-წუთიანი წესი (დისკვალიფიკაცია): ოფიციალური წესით, გამოცდაზე ზუსტად 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადდე. თუ დააგვიანე, ავტომატურად გეხსნება ჯავშანი და იჭრები. ​კარების ფიზიკური შემოწმება: მანქანაში ჩაჯდომისას თუ მხოლოდ შენს […] The post რაში ჭრიან “ქალაქის” გამოცდაზე ძირითადად? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რაში ჭრიან ქალაქის გამოცდაზე ძირითადად? რაც გავარკვიე დავწერ!

ბლოკი 1: „უხილავი“ მახეები დაძვრამდე (ყველაზე ხშირი მსუბუქი შეცდომები)

ამ ეტაპზე კანდიდატების 80% მანქანის დაძვრამდე უკვე აგროვებს 2-3 მსუბუქ შეცდომას.

​15-წუთიანი წესი (დისკვალიფიკაცია): ოფიციალური წესით, გამოცდაზე ზუსტად 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადდე. თუ დააგვიანე, ავტომატურად გეხსნება ჯავშანი და იჭრები.
​კარების ფიზიკური შემოწმება: მანქანაში ჩაჯდომისას თუ მხოლოდ შენს კარს მიხურავ და პანელზე არ დააკვირდები, ღია ხომ არ დარჩა რომელიმე კარი (ან ფიზიკურად არ შეამოწმებ) — მსუბუქი შეცდომაა.
​სავარძელი, საჭე და ღვედი: თუ ჩაჯდები და პირდაპირ დაქოქავ (ან თუ დაქოქილია და პირდაპირ დაძრავ), არ გაისწორებ სავარძელს შენს სიმაღლეზე, არ დაარეგულირებ საჭეს და არ შეიკრავ ღვედს წესების სრული დაცვით — თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მსუბუქი შეცდომაა.
​სარკეების “თამაში”: გამომცდელი გაკვირდება, ასწორებ თუ არა 3-ვე სარკეს (გვერდითებს და სალონის). თუნდაც იდეალურად იდგეს სარკე, ხელი უნდა მოკიდო და შენს თვალზე მოირგო, რომ დაფიქსირდეს ეს მოქმედება.
​”რუჩნოის” დავიწყება: დაძვრის წინ სადგომი მუხრუჭის ბოლომდე არჩამოწევა, ან მოძრაობისას მისი გამოყენება ისე, რომ ღილაკზე ხელი არ გაქვს დაჭერილი (რაც ხმას გამოსცემს).
​ბლოკი 2: მართვის ტექნიკა და მექანიკური მახეები
​გადაბმულობაზე (ცეპლენიაზე) ფეხის გაჩერება: მექანიკის შემთხვევაში, როცა სიჩქარეში აგდებ და მიდიხარ, მარცხენა ფეხი მაშინვე უნდა გადმოდგა იატაკზე. თუ ფეხი პედალზე გიდევს (თუნდაც არ აჭერდე) — ეს ფასდება როგორც “ჩაურთველი გადაბმულობით სვლა” და მსუბუქი შეცდომაა.
​გადაცემის დაგვიანება: დაძვრის შემდეგ პირველიდან მეორე სიჩქარეში დროულად (ძრავის ხმის ან ტახომეტრის შესაბამისად) არგადართვა.
​მანქანის ჩაქრობა: თავისთავად მანქანის ჩაქრობა მსუბუქი შეცდომაა (თუ შუა გზაჯვარედინზე არ ჩაგიქრა და ავარიული არ შექმენი). მახე იმაშია, რომ ჩაქრობის შემდეგ კანდიდატი პანიკდება და ავიწყდება მანქანის ნეიტრალურში გადატანა და ისე დაქოქვა, რაც დამატებით შეცდომებს იწვევს.
​საჭის შიგნიდან მოკიდება: მოხვევის დროს საჭის რგოლში ხელის შეყოფა და შიგნიდან მოტრიალება მკაცრად იკრძალება.
​ბლოკი 3: ინფრასტრუქტურული ხაფანგები (მძიმე შეცდომები / პირდაპირ ჩაჭრა)
​სრული გაჩერება „სდექ“ (STOP) ნიშანთან: ყველაზე გავრცელებული ჩაჭრის მიზეზი. კანდიდატები ანელებენ სვლას, მოგორავენ და რადგან გზა თავისუფალია, აგრძელებენ მოძრაობას. კანონი: მანქანა ფიზიკურად, 100%-ით უნდა გაჩერდეს გაჩერების ხაზთან მინიმუმ 2-3 წამით, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრას. ოდნავ გორებაც კი პირდაპირ ჩაჭრაა.
​ზებრა და ფეხით მოსიარულე: თუ ქვეითი ზებრასთან დგას და ტროტუარიდან ერთი ფეხი უკვე გზაზე აქვს ჩამოდგმული, ვალდებული ხარ გაჩერდე. თუ გაიარე, იჭრები.
​წაშლილი ხაზები და დამალული ნიშნები: ასფალტზე შეიძლება ზებრა საერთოდ არ ჩანდეს, მაგრამ მარჯვნივ, ხის ტოტებში ნიშანი იდგეს. გამომცდელმა ნიშანი იცის, შენ — არა. არ გაჩერდები? იჭრები. ასევე, წაშლილი ღერძულა ხაზის (პრონციპული ზოლების) წარმოსახვით ვერდადგენა და საპირისპიროში გადასვლა.
​დაბრკოლების (ორმოს/გაჩერებული მანქანის) ავლა: წინ ორმოა ან მანქანა დგას. მის ასავლელად საჭეს მარცხნივ იღებ — თუ ამ დროს მარცხენა ციმციმა არ ჩართე, მსუბუქი შეცდომაა. ავლა რომ დაასრულე და შენს ზოლში ბრუნდები, თუ მარჯვენა ციმციმა არ ჩართე — ეგეც შეცდომაა.
​გასწრება მარჯვნიდან: ეს სასტიკად აკრძალულია და მძიმე შეცდომაა (გარდა იმ გამონაკლისისა, როცა წინ მიმავალი მანქანა მარცხნივ უხვევს).
​ბლოკი 4: გამომცდელის ფსიქოლოგიური და ბრძანებითი პროვოკაციები
​ბრძანება: “მოძებნე უსაფრთხო ადგილი და გააჩერე!” — ეს კლასიკური მახეა. კანდიდატი აჩერებს მანქანას ნაპირში, მაგრამ ვერ ამჩნევს, რომ იქვე არის ავტობუსის გაჩერება, გზაჯვარედინიდან 5 მეტრზე ახლოსაა, ან “გაჩერება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონაშია. ეს არის პირდაპირი მძიმე შეცდომა.
​სიჩქარის ლიმიტის პროვოკაცია: მიდიხარ 30 კმ/სთ-ით. გამომცდელი გეუბნება: “ცოტა ააჩქარე, ნუ აფერხებ მოძრაობას”. კანდიდატი ნერვიულობს, აჭერს გაზს, ადის 45-მდე და უცებ ხვდება სკოლის ზონაში, სადაც შეზღუდვა 40 კმ/სთ-ია. სიჩქარის მცირედით გადაჭარბებაც მძიმე შეცდომაა.
​ბრძანების შეუსრულებლობა (დისკვალიფიკაცია): გამომცდელი გეუბნება, “შემდეგ გზაჯვარედინზე მარცხნივ”, შენ დაგაბნია ტრაფიკმა და წახვედი პირდაპირ. ეს ითვლება გამომცდელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობად და ეგრევე იჭრები. (თუმცა, თუ მიხვდი რომ ვეღარ ასწრებდი გადაჯგუფებას და უსაფრთხოდ წახვედი პირდაპირ, უნდა დაასაბუთო, რომ მარცხნივ მოხვევა ავარიულ სიტუაციას ქმნიდა — ეს უკვე ოსტატობაა).
​ბლოკი 5: დინამიკა და სარკეები
​ბრმა ზონა: მხოლოდ სარკეში ყურება არ კმარა. ზოლის შეცვლისას გამომცდელი აკვირდება შენს თავს — მცირედით უნდა მიაბრუნო თავი მხრისკენ (ე.წ. Shoulder check), რათა ბრმა ზონა შეამოწმო. თუ ეს არ გააკეთე, ფასდება შეცდომად.
​ყვითელი შუქნიშანი: შუქნიშანთან მიახლოებისას მწვანე ციმციმს იწყებს ან ყვითელი ინთება. თუ შენ შეგეძლო უსაფრთხოდ გაჩერება და მაინც გაზს მიეცი, რომ “მოგესწრო”, გამომცდელი მუხრუჭს დაგირტყამს და ეგრევე იჭრები.

რაში ჭრიან ქალაქის გამოცდაზე ძირითადად? რაც გავარკვიე დავწერ! ) _ წერს ფეისბუქგვერდზე მართვის მოწმობა. დახმარების ჯგუფი რუსთავში ქსელის მომხმარებელი თემო ჯობაძე.

The post რაში ჭრიან “ქალაქის” გამოცდაზე ძირითადად? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი