სიახლე

„მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან“ – ლუკაშენკო

მედიაცენტრი

„მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ RT-ს ჟურნალისტ რიკ სანჩესთან ინტერვიუში განაცხადა. „თქვენ დასავლეთში გყავთ მაკრონი, მერცი და სხვები – ისინი მედროვეები არიან. ისინი მოვიდნენ, ყველაფერი მიიტაცეს და წავიდნენ. ეს მათი პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ისინი საფრანგეთსა და გერმანიაში ხალხზე არ ფიქრობენ და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც „მედროვეა“. „ის მედროვეა. მას ოთხი წელი აქვს. რას გააკეთებს ოთხ წელიწადში? არაფერს. ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, პრეზიდენტს მეტი დრო უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. The post „მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან“ – ლუკაშენკო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი