სიახლე

“ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ტანკერს ცეცხლი გაუხსნა”- მედია

მედიაცენტრი

მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა, მათ ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ საზღვაო მონოტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა სრუტეში სტანდარტულ საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო. ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, რის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს. The post “ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ტანკერს ცეცხლი გაუხსნა”- მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი