დღეს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და რაგბის კლუბ „ბოლნისის ყოჩების“ ორგანიზებით 12 წლამდე მორაგბეთა შორის ამხანაგური ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში 8 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირზე ერთმანეთს ,,ბოლნისის ყოჩების“ სამი გუნდი, რუსთავის „ხარები“, მარნეულის „არმაზი“ და თბილისის სამი გუნდი – ,,ლაშარი”, „კახები“ და „წიქარა“ დაუპირისპირდნენ.
ფესტივალის მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.