“ევროკავშირთან მიმართებით უკრაინელების დადებითი დამოკიდებულება შემცირდა”- მედია
ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ლიგა.ნეტ“ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს. გამოკითხვა 2-8 აპრილს კიევის უსაფრთხოების ფორუმის დაკვეთით რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა. კერძოდ, ევროკავშირთან მიმართებაში ბალანსი ამჟამად +63.4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი +79.2% იყო. „ლიგა. ნეტი“-ის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელების დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ ასახავს მათ ზოგად განწყობას დასავლეთის მიმართ, რამაც შეიძლება, გავლენას ახდენდეს პოლიტიკურ კურსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე. The post “ევროკავშირთან მიმართებით უკრაინელების დადებითი დამოკიდებულება შემცირდა”- მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →