სიახლე
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის
მედიაცენტრი
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის. „როგორც ჩანს, ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან დებატებს ვცდილობდი, რაც საერთოდ არ არის ჩემს ინტერესებში“, – განაცხადა პაპმა ანგოლაში ვიზიტის დროს. ამასთან, პაპმა კვლავ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და აღნიშნა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“. ცნობისთვის, რომის პაპი ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად. დონალდ ტრამპმა კი, პაპთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა. The post პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.