სიახლე

პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს – 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და […] The post პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს – 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს  რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.დ.  ბრალდებულის სახით დააკავეს.

ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი