სიახლე

იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი – როგორია საბოლოო მონაცემები

მედიაცენტრი

ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ უნგრეთში პეტერ მადიარის პარტიამ პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი. უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ, „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა. მედიის ცნობით, წინასწარი დათვლის თანახმად, „ტისა” პარლამენტში 138 ადგილის მოპოვებას შეძლებდა, ყველა ხმის დათვლის შემდეგ კი ეს რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ვიქტორ ორბანის პარტიას, „ფიდესს“ პარლამენტში 52 ადგილი ექნება, პარტია „ჩვენს სამშობლოს“ კი – 6. აღსანიშნავია, რომ, ამ მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა. The post იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი – როგორია საბოლოო მონაცემები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი