პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვების ეკრანდამოკიდებულების მიზეზების შესახებ წერს.
„როგორც პედიატრი, ყოველდღიურად ვხედავ ერთსა და იმავე სურათს – ბავშვი ეკრანთან, მშობელი-შეშფოთებული ან თვითონაც ეკრანთან. მაგრამ პრობლემა მარტო „ეკრანის ყურება“ არ არის, პრობლემა არის დამოკიდებულება.
რატომ ხდებიან ბავშვები ეკრანზე დამოკიდებულები? შევეცდები ჩამოვთვალო მიზეზები:
მშობლის დროის დეფიციტი, „მოსახერხებელი დამშვიდების საშუალება“, სტიმულაციის ჭარბი დონე (ფერები, ხმები, სწრაფი კადრები), სოციალური იზოლაცია, არარეგულირებული რეჟიმი, ტვინი ეჩვევა სწრაფ სიამოვნებას და ითხოვს ისევ და ისევ.
რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს? აქაც შევეცდები განვმარტო:
ყურადღების დეფიციტი, კონცენტრაციის დაქვეითება, მეტყველების დაგვიანება (განსაკუთრებით 3 წლამდე), ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, აგრესია, მხედველობის პრობლემები, ფიზიკური აქტივობის შემცირება, სოციალური უნარების დაქვეითება, ყველაზე მნიშვნელოვანი – ბავშვი კარგავს რეალურ სამყაროსთან კავშირს.
ეკრანთან ურთიერთობის დრო უნდა იყოს რეგლამენტირებული, დროის ნორმები საერთაშორისო რეკომენდაციებით ასეთია:
0-2 წელი – ეკრანი — არ არის რეკომენდებული,
2-5 წელი მაქს. 1 საათი დღეში (ხარისხიანი კონტენტი, მშობლის თანდასწრებით);
6-12 წელი, 1-2 საათი დღეში (კონტროლით);
მოზარდები – ინდივიდუალური, მაგრამ აუცილებელია ლიმიტი და ბალანსი,რომელიც აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ ეკრანთან ურთიერთობისას.
არ გამოიყენოთ ეკრანი „დასამშვიდებლად“; განსაზღვრეთ მკაფიო დროის ჩარჩოები; არ იყოს ეკრანი ძილის წინ მინ. 1 საათით ადრე; არ იყოს ეკრანი კვების დროს; უყურეთ ერთად -აუხსენით ნანახი, შექმენით „ეკრანისგან თავისუფალი ზონები“ სახლში; შეცვალეთ ეკრანი -თამაშით, წიგნით, კომუნიკაციით, მესმის რომ ხშირად ძალიან რთულია მაგრამ მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო…
რა სჭირდება ბავშვს სინამდვილეში?არა ეკრანი,არამედ მშობლის დრო, ემოციური კონტაქტი, თამაში, მოძრაობა და ყურადღება!!!! მეგობრებო, ეკრანი არ არის მტერი, მაგრამუკონტროლო ეკრანი ხდება საფრთხე.ბავშვის ტვინი უნდა განვითარდეს რეალურ სამყაროში და არა მხოლოდ ეკრანის შუქზე… იცით,როგორ მესმის თქვენი??? ალბათ ხშირად გაქვთ მომენტი,როდესაც სასოწარკვეთილებამდე მიდიხართ,მაგრამ თუ გაითვალისწინებთ, რომ, ბავშვი, რომელსაც ეკრანი ზრდის -კარგავს სამყაროს,ბავშვი, რომელსაც სიყვარული ზრდის- ქმნის სამყაროს… მერწმუნეთ შეუძლებელს შეძლებთ, იმიტომ რომ ბავშვი რომ ჩუმად ზის ეკრანთან, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა…ეს ნიშნავს, რომ: ტვინი იღებს ზედმეტ სტიმულს ემოციები ნელდება. რეალური ცხოვრება ფერმკრთალდება. ეკრანი არ ზრდის ბავშვს -ბავშვს ზრდის ურთიერთობა. არ დაუთმოთ ეკრანს თქვენი ადგილი, ბავშვს თქვენ სჭირდებით და არა Wi-Fi ,“ – წერს მამუჩიშვილი.
The post რატომ ხდებიან ბავშვები ეკრანზე დამოკიდებულები- პედიატრი მიზეზებზე საუბრობს appeared first on გურია ნიუსი.