სიახლე

მოსკოვში მიმავალ ფიცოს თვითმფრინავს ესტონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვებს

GuriaNews

ესტონეთი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თვითმფრინავს საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვებს _ ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, _ იუწყება “დოიჩე ველე”. როგორც ცნობილია, ფიცო 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში მიემგზავრება. „ფიცოს წელსაც ვერ გამოიყენებს ესტონეთის საჰაერო სივრცეს მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად, რომლის მიზანი აგრესორის განდიდებაა. ჩვენ მას ეს გასულ წელსაც ავუკრძალეთ“, […] The post მოსკოვში მიმავალ ფიცოს თვითმფრინავს ესტონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვებს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ესტონეთი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თვითმფრინავს საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვებს _ ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, _ იუწყება “დოიჩე ველე”.

როგორც ცნობილია, ფიცო 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში მიემგზავრება.

„ფიცოს წელსაც ვერ გამოიყენებს ესტონეთის საჰაერო სივრცეს მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად, რომლის მიზანი აგრესორის განდიდებაა. ჩვენ მას ეს გასულ წელსაც ავუკრძალეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცაჰკნას თქმით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, გამოიყენოს ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსეთთან ურთიერთობების გასაძლიერებლად „იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო ნორმების იგნორირებას და აგრესიას უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ“.

The post მოსკოვში მიმავალ ფიცოს თვითმფრინავს ესტონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვებს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი