სპეცოპერაცია მარნეულში – დაკავებულია 11 პირი
სპეცოპერაცია მარნეულში – ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულია 11 პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს: გამოძიებით დგინდება, რომ მარნეულში, ბრალდებულებს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა – 1994 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ზომების გატარება დაიწყეს. დაკავებულთაგან შვიდმა პირმა, რომლებიც პირადად შეესწრნენ… The post სპეცოპერაცია მარნეულში – დაკავებულია 11 პირი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →