სიახლე

“გვაქვს მტკიცებულებები!” – მშობლების პასუხი სარჯველაძეს

Alia

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას პასუხობენ. ბუნებრივია, მაღალი ინტერესის საგანს შეადგენს ჩვენი გამოსვლები, ჩვენი მოთხოვნები, უწყვეტი აქციები. დღეს ჩვენ ვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა, ეს იყო უსუსური გამოსვლა და მტკიცება იმის, სახელმწიფო როგორ ებრძვის მშობლებს, მტკიცება იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს დაავადებასთან ბრძოლის კულტურა. მიხეილ […] The post “გვაქვს მტკიცებულებები!” – მშობლების პასუხი სარჯველაძეს appeared first on .

პირველწყარო →

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას პასუხობენ.

 

ბუნებრივია, მაღალი ინტერესის საგანს შეადგენს ჩვენი გამოსვლები, ჩვენი მოთხოვნები, უწყვეტი აქციები. დღეს ჩვენ ვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა, ეს იყო უსუსური გამოსვლა და მტკიცება იმის, სახელმწიფო როგორ ებრძვის მშობლებს, მტკიცება იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს დაავადებასთან ბრძოლის კულტურა.

მიხეილ სარჯველაძე გამოვიდა დღეს და ამტკიცებს, რომ არცერთი მედიკამენტი არ არის აღიარებული, არადა არაერთი მედიკამენტია აღიარებული, რომელიც აღიარა როგორც FDI-მ ასევე MA-მ. 

მიხეილ სარჯველაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით, წლებით, დღეებით.  

მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ არის არაერთი მედიკამენტი და ჩვენ გვყავს ცოცხალი მაგალითები ჩვენი მოქალაქეების სახით. დავიწყებ იმას და დავაზუსტებ, რაც არ დააზუსტა მიხეილ სარჯველაძემ განზრახ, ბუნებრივია და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი არაპროფესიონალიზმი და ის, რომ არ უნდა იყოს ამ თანამდებობაზე. 

დავიწყებ იმით, რომ “ელევიდისი”, რომელიც აღიარა FDI-მ, ამერიკამ, დადასტურებულია, აღიარებულია, ეფექტურია და ჩვენმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო აღნიშნული მედიკამენტი და არანაირი უკუჩვენება მას არ ჰქონია. 

გასულ წელს მივიღეთ მშობლებმა ინფორმაცია, რომ 800 შემთხვევიდან 2 შემთხვევაშ იყო თირკმლის პათოლოგიები, ეს პრობლემა აღმოიფხვრა და სამი თვის შემდეგ, 2025 წლის ივნისიდან ოქტომბერში დაახლოებით აღდგა მოხმარება სამთვიანი შეჩერების შემდეგ. დღეს მოიხმარს FDI-ი და ამერიკა აწვდის თავის მოქალაქეებს.

მიხეილ სარჯველაძემ დაიწყო მხოლოდ ფასით და არ დაასახელა მედიკამენტი “ელევიდისი”, რომელთანაც შეიძლება კომპანიასთან მოლაპარაკება არა 3 მილიონის ფარგლებში, არამედ ნახევარ, მესამედ ფასად და დროში გადანაწილებით.  

შესაბამისად ის, რომ FDI-მ წლების შემდეგ აღიარა ეს მედიკამენტი და დღეს ჩაშვებულია, იმაზე საუბარი რომ შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენებები და ფატალური შედეგები, ეს არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული. 

გავაგრძელებ იმით, რომ MA-მ აღიარა არაერთი მედიკამენტი, ეს არის “ვამორონოლ” და “ჯივინოსტატი”, რომლებსაც ასევე იღებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და გვყავს ასევე ცოცხალი მაგალითები, ბავშვები, რომლებიც არის არა სტეროიდები და არ გააჩნია უკუჩვენებები და ამზე გვაქვს მტკიცებულებები. 

ასევე გვაქვს მტკიცებულება და ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებულია “ეგზოსქიფინგი”, რომელიც დამტკიცებული იქნა დაახლოებით 8 თვის წინ და ბუნებრივია დამტკიცების შემდეგ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის არგუმენტები, რომ თითქოს უკუჩვენებებზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ სარჯველაზე. 

მიხეილ სარჯველაძე თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ 2-3 წლით შესაძლოა გადავადდეს ეტლში მიჯაჭვულობა. ეს არის აბსურდი ხალხო. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, რომ აორმაგებს სიცოცხლის ხანგრძლივობას ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც მე ჩამოვთვალე. პირდაპირ ნახავთ, რომ 20 წლის ნაცვლად დღეს ცოცხლობენ ადამიანები იმ ცივილურ და განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მედიკამენტს აწვდიან თავის მოქალაქეებს და ქუჩაში არ გამოდიან მშობლები, პაციენტებთან ერთად და მათ არ ებრძვით სახელმწიფო. ჩვენ ერთის მხრივ ვებრძვით დაავადებას და  უფრო მეტ ბრძლას გვიცხადებს სახელმწიფო. ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც არა მხარდამჭერი, არამედ დაპირისპირებული მხარეა ამ ბრძოლაში,” – განაცხადეს მშობლებმა. 

The post “გვაქვს მტკიცებულებები!” – მშობლების პასუხი სარჯველაძეს appeared first on .


მსგავსი