“უკრაინამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ აღადგინა”- ზელენსკი
“უკრაინამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ აღადგინა, მაგრამ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ დაბომბავს მას” – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, როგორც განსაზღვრული იყო ევროკავშირთან კომუნიკაციაში, უკრაინამ დაასრულა სარემონტო სამუშაოები ნავთობსადენ „დრუჟბას“ სექციაზე, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად იყო დაზიანებული. „ნავთობსადენს მუშაობის გაგრძელება შეუძლია. იმისდა მიუხედავად, რომ არავის არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმები არ განმეორდება, ჩვენმა სპეციალისტებმა საბაზისო პირობები უზრუნველყვეს ნავთობსადენის სისტემისა და აღჭურვილობის მუშაობის განახლებისთვის. ამას უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის განბლოკვასთან ვაკავშირებთ, რომელიც უკვე იქნა დამტკიცებული ევროპული საბჭოს მიერ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები შესაბამის… The post “უკრაინამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ აღადგინა”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →