სიახლე

რომელი საბავშვო ბაღების პროექტირება იწყება გურიაში

GuriaNews

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, ლანჩხუთში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში საბავშვო ბაღების პროექტირება იწყება. სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულებები კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდა და მომსახურების შესრულების ვადად 6 თვე განისაზღვრა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების პროექტები, შემდგომში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები. “სოფელ ქვენობანის საბავშვო ბაღი არანაკლებ 25 ბავშვზე იქნება გათვლილი, ლანჩხუთის ბაღის პროექტი […] The post რომელი საბავშვო ბაღების პროექტირება იწყება გურიაში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში,   ლანჩხუთში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში საბავშვო ბაღების  პროექტირება იწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულებები კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდა და მომსახურების შესრულების ვადად 6 თვე განისაზღვრა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების პროექტები, შემდგომში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები.

“სოფელ ქვენობანის საბავშვო ბაღი არანაკლებ 25 ბავშვზე იქნება გათვლილი, ლანჩხუთის ბაღის პროექტი არანაკლებ 125 ბავშვისთვის განკუთვნილი ბაღის აშენებას ითვალისწინებს, სოფელ წყალწმინდაში დაგეგმილია არანაკლებ 100 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა.

ახალ საბავშვო ბაღებში შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღების პროექტირება ასევე იწყება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში .

The post რომელი საბავშვო ბაღების პროექტირება იწყება გურიაში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი