ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა მაუკა მდინარაძის სუს-ის შეფობიდან გადაყენებას სარკაზმით ეხმაურება:
„ცნობილი ხდება მამუკა მდინარაძის გათავისუფლების რეალური მიზეზი. ობიექტური ვიქნები, მეც არ ველოდი და შემშურდა….
ბატონი მდინარაძე, სახელმწიფო მინისტრის რანგშ,ი კონსულტაციებს გაუწევს აშშ-ს პრეზიდენტს დონალ ტრამპს, თუ როგორ მოიპოვოს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში – Presidential Medal of Freedom და Medal of Honor. ასევ,ე იგი იქნება საკონტაქტო პირი ემანუელ მაკრონთან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღოს საპატიო ლეგიონის ორდენი (აქ საკუთარ ძალისხმევას, როგორც ამ ორდენის კავალერი – ბატონი ივანიშვილის გასწევს). და ყველაზე მთავარი, ბატონი მდინარაძე, ლობისტის რანგში, იმუშავებს ნობელის პრემიის კომიტეტთან, ბატონი ტრამპისთვის ამ პრემიის მინიჭების საკითხში.
აბა, რა გეგონათ? ჰო და გასკდით შურზე.
გილოცავთ ბატონო მამუკა.“
The post „ცნობილი ხდება მამუკა მდინარაძის გათავისუფლების რეალური მიზეზი“ – გოჩა მირცხულავა appeared first on .