სიახლე

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დაამტკიცა

მედიაცენტრი

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა, – ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა ავრცელებს. „სესხი ხელს შეუწყობს 2026-2027 წლებში უკრაინის გადაუდებელი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების დაფინანსებას“, – წერს კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე. ასევე, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც დაამტკიცა. „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ესკალაციის საპასუხოდ, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო“, – აცხადებს კვიპროსის თავმჯდომარეობა. The post ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დაამტკიცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი