ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მას ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ყოფილ მინსტრს ასევე, ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა, რომელზე შეთანხმებაც რამდენიმე კვირის წინ შედგა. კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი… The post ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →