სიახლე

ComCom-მა კულტურულ-შემოქმედებითი რადიოს კონკურსი გამოაცხადა

პარალელი

სააგენტო "პარალელი" ComCom-მა კულტურულ-შემოქმედებითი რადიოს კონკურსი გამოაცხადა კომუნიკაციების კომისიამ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეუძლია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. კონკურსის ფარგლებში, […] ComCom-მა კულტურულ-შემოქმედებითი რადიოს კონკურსი გამოაცხადა პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
ComCom-მა კულტურულ-შემოქმედებითი რადიოს კონკურსი გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეუძლია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

კონკურსის ფარგლებში, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სპეციალიზებული ლიცენზია გაიცემა და საეთერო მომსახურების ზონად N1 – თბილისი განისაზღვრება. ლიცენზიის მაძიებლებს დოკუმენტაციის წარმოდგენა კომუნიკაციების კომისიაში 2026 წლის 1 ივნისის 17:00 საათამდე შეუძლიათ.

კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2026 წლის 9 ივლისს ჩატარდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ComCom-მა კულტურულ-შემოქმედებითი რადიოს კონკურსი გამოაცხადა
პარალელი


მსგავსი