სიახლე

დაკავებულია სამხედრო, რომელიც მადუროს დაკავებაზე ფსონებს დებდა

მედიაცენტრი

აშშ-ში დააკავეს სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში და ამ ოპერაციის შედეგზე ფსონებს დებდა. მან ამ გზით 400 ათას დოლარზე მეტი მიიღო. საუბარია სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედროზე, გენონ კენ ვან დაიკზე, რომელიც მონაწილეობდა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში და Polymarket-ის პლატფორმაზე ოპერაციის შედეგზე ფსონებს დებდა. ბრალდების მიხედვით, 38 წლის ვან დაიკი მსახურობდა ფორტ ბრეგის ბაზაზე და 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის იანვრამდე მონაწილეობდა ვენესუელაში საიდუმლო ოპერაციის დაგეგმვაში. ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვის მიუხედავად, მან საიდუმლო მონაცემებზე წვდომა პირადი სარგებლის მისაღებად გამოიყენა. The post დაკავებულია სამხედრო, რომელიც მადუროს დაკავებაზე ფსონებს დებდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი