“უკრაინელი ჯარისკაცების შიმშილთან დაკავშირებულმა სკანდალმა უკრაინული არმია შეძრა”- მედია
“უკრაინელი ჯარისკაცების შიმშილთან დაკავშირებულმა სკანდალმა უკრაინული არმია შეძრა”– ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო”. როგორც გამოცემა იუწყება, ინფორმაცია, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები შიმშილობენ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მედიაში სამხედროების ფოტოები გავრცელდა. შემთხვევის გამო გენერალურმა შტაბმა ერთი მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო მეორე ჩამოაქვეითა. ჯარისკაცები მე-14 ბრიგადაში მსახურობდნენ, ხოლო მათზე პასუხისმგებელ ორ ოფიცერს ბრალად ედებათ არსებული ვითარების შესახებ უმაღლესი სარდლობისთვის ინფორმაციის დაფარვა. ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის რეგიონში, მდინარე ოსკილის გადაღმა მდებარე ფრონტის ხაზზე განლაგებული მეორე ბატალიონის ჯარისკაცები წვიმის წყალს სვამდნენ და შიმშილისგან გონებას კარგავდნენ. The post “უკრაინელი ჯარისკაცების შიმშილთან დაკავშირებულმა სკანდალმა უკრაინული არმია შეძრა”- მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →