(რუსეთი) მოლდოვიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდა, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც – კაია კალასი — Cnoba

MegaTV სიახლე 24 Feb 2026, 08:07

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „თუმცა, პირველი საკითხია ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკვე არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს“, – […]

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თუმცა, პირველი საკითხია ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკვე არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, სულ მცირე, 30 შეთანხმება და ვალდებულებაა, რომლებსაც რუსეთი ახლა არ ასრულებს.

„მოლდოვაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდნენ. ასევე, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.


რელევანტური