The Times of Israel-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, ქალაქ მარსბერგში სტუდენტებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანის დიპლომატიურ მახეშია გაბმული.
მერცმა აღნიშნა, რომ ირანის ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით კი „რევოლუციური გვარდია“, ამერიკელ მაღალჩინოსნებს აიძულებს უშედეგოდ იმგზავრონ ისლამაბადში (პაკისტანი) და უკან არაფრით დაბრუნდნენ.
„ირანელები აშკარად ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებებში, უფრო სწორად, მოლაპარაკებების თავიდან არიდებაში. მთელი ერი დამცირებულია ირანის ხელმძღვანელობის მიერ“,_ განაცხადა მერცმა.
გერმანიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 28 თებერვალს, ირანზე თავდასხმის დაწყებამდე, აშშ-სა და ისრაელს ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. მერცმა საკუთარი სკეპტიციზმი პრეზიდენტ ტრამპს პირადად გაუზიარა.
მერცი ვერ ხედავს გზას, თუ როგორ აპირებს აშშ ამ ომის დასრულებას და მას ერაყისა და ავღანეთის კამპანიებს ადარებს.
„რომ მცოდნოდა, ეს 5-6 კვირა გაგრძელდებოდა და მდგომარეობა ასე დამძიმდებოდა, ტრამპს ჩემს პოზიციას უფრო კატეგორიულად ვეტყოდი“, — აღნიშნა კანცლერმა.
კანცლერმა დაადასტურა, რომ ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ დანაღმულია. მან განაცხადა, რომ ევროპა მზადაა გაგზავნოს გერმანული ხომალდები (ნაღმმჭერები) სრუტის გასაწმენდად, რათა მსოფლიო ეკონომიკას საფრთხე არ შეექმნას.
The post მერცი: აშშ ირანის ხელმძღვანელობის მიერ დამცირებულია appeared first on გურია ნიუსი.