სიახლე
სუდანის ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
მედიაცენტრი
სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბასთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამსახურის განცხადებით, შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა. მათივე ცნობით, კატასტროფა კომპანია CityLink Aviation-ის თვითმფრინავმა, Cessna 208 Caravan-მა განიცადა და მის ბორტზე მყოფი 14-ვე პირი, 13 მგზავრი და ერთი პილოტი, დაიღუპა. დაღუპულებიდან 12 – სამხრეთ სუდანის, ორი კი კენიის მოქალაქე იყო. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა. The post სუდანის ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.