“შესაძლოა არ ღირდეს რუსეთის ზოგიერთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებისგან მიიღო გზავნილები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეჩერების შესახებ. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა პასუხის გარეშე არ დატოვებს აგრესორის ქმედებებს. „ჩვენ მივიღეთ გზავნილები პარტნიორებისგან, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევის გამო, შესაძლოა არ ღირდეს რუსეთის ზოგიერთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. რა თქმა უნდა, მე ვთქვი – არა, ჩვენ ვუპასუხებთ. მოდით, დავდოთ შეთანხმება ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მსგავსი რამ არავის შემოუთავაზებია. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ თუ რუსეთი თავს დაგვესხმება, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვუპასუხებთ“, – დასძინა მან. The post “შესაძლოა არ ღირდეს რუსეთის ზოგიერთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →