სიახლე
ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ხანძარია
Batumelebi
დღეს, 29 აპრილს, საღამოს, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ შენობიდან მოსახლეობა უკვე გამოიყვანეს. ამ დრომდე [21:08] დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ერთი ბინა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაცია განახლდება. ნახეთ […] The post ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ხანძარია appeared first on Batumelebi.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.