მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ჯამში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 780 886 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვა სამ ნაწილად გამოცხადდა და სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს. კერძოდ: ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება – 6 698 384 ლარია; სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება – 4 914 135 ლარია; თ.ჭოველიძის ქუჩიდან – სავაჭრო ცენტრ ,,მერანამდე’’ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება – 5 168 367 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება. The post მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →