თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი – SIST – იწყებს ფუნქციონირებას. სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას შესთავაზებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია. SIST-ის პირველი კამპუსი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და სასწავლო პროცესს 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. კამპუსი 4,300 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და 600 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზს. SIST განსაკუთრებულ ყურადღებას პრაქტიკული და თანამედროვე უნარების განვითარებას უთმობს. STEM მიმართულებების (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ინტეგრირებული სწავლება, მცირე ზომის კლასები და თითო კლასში ორი მასწავლებელი ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს. სწავლება მრავალენოვანია და მოიცავს ინგლისურ, ფრანგულ,... The post თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა …
პირველწყარო →