„ცეცხლის შეწყვეტის ვადებს ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს“ – პესკოვი
„გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვადებს ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ საუბარი გამარჯვების დღეს ეხება, თუმცა როდის დაწყება ეს ცეცხლის შეწყვეტა და როდის დასრულდება, ამას უმაღლესი მთავარსარდალი გადაწყვეტს და გამოაცხადებს“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ცნობისთვის, გუშინ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მზადყოფნა… The post „ცეცხლის შეწყვეტის ვადებს ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს“ – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →