სიახლე

“საიდუმლო გასკდა – 10 მილიონი პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა” – რომან გოცირიძე

Alia

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე: საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი, რომელიც როტშილდების კომპანიას გადაურიცხეს და რომლის მიერ არა თუ რაიმე გაკეთებული საქმე, არამედ ქაღალდის ნაგლეჯ ერთ ფურცელზეც კი ვერ წარმოადგინეს პარლამენტში მათ ი საქმიანობის ნაკვალევი. მაშინ ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ფულით ეს კომპანია ივანიშვილის საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენეს. აგერ, რუხაძემ, ორსაათიან ინტერვიუში, სადაც ბევრი საკუთარი […] The post “საიდუმლო გასკდა – 10 მილიონი პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა” – რომან გოცირიძე appeared first on .

პირველწყარო →

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი, რომელიც როტშილდების კომპანიას გადაურიცხეს და რომლის მიერ არა თუ რაიმე გაკეთებული საქმე, არამედ ქაღალდის ნაგლეჯ ერთ ფურცელზეც კი ვერ წარმოადგინეს პარლამენტში მათ ი საქმიანობის ნაკვალევი. მაშინ ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ფულით ეს კომპანია ივანიშვილის საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენეს. აგერ, რუხაძემ, ორსაათიან ინტერვიუში, სადაც ბევრი საკუთარი თაღლითობები ძალაუნებურად გაამჟღავნა, ისიც თქვა, რომ ცემენტის წარმოების გაყიდვაში გვეხმარებოდა როტშილდების კომპანია, მაგრამ არ გამოუვიდაო. ანუ როცა მთავრობა ამ უცხოურ კომპანიას ბიუჯეტიდან ფულს უხდიდა, პარალელურად ივანიშვილ-რუხაძის კომპანიაზეც მუშაობდა. რამდენი გადაუხადეს ამაში? კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, რომელზეც პარლამენტში 4 წლის განმავლობაში ვერ მივიღეთ-რაში გადაუხადეს 10 მილიონი როტშილდებს? ეს ფული პირადად ღარიბაშვილმა გადაურიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. არც ფინანსთა მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა (დაბარებული გვყავდა პარლამენტში), არ იცოდა ამ ხარჯების შინაარსის შესახებ.

The post “საიდუმლო გასკდა – 10 მილიონი პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა” – რომან გოცირიძე appeared first on .


მსგავსი