ტრამპი გერმანიის კანცლერს ურჩევს, თავის დანგრეულ ქვეყანას მიხედოს
აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს მიმართავს, რომ უფრო ეფეტურად იმოქმედოს და თავის დანგრეულ ქვეყანას მიხედოს. ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებულ სტატუსს ტრანპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინასთან ომის დასრულებას, საკუთარი დანგრეული ქვეყნის აღდგენას, განსაკუთრებით იმიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებს. ნაკლები დრო უნდა დაუთმოს მათ საქმეებში ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს, რათა მსოფლიო, მათ შორის გერმანია, უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს!“, – აღნიშნავს ტრამპი. ტრანმი მერცის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ნორმალურია ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს-ო. The post ტრამპი გერმანიის კანცლერს ურჩევს, თავის დანგრეულ ქვეყანას მიხედოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →