Goal-მა პრესტიჟული ჯილდოს, ოქროს ბურთის საკუთარი რეიტინგი განაახლა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩების დასრულების შემდეგ, Goal-მა ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში დაუფასა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ტოპ 10-ში შეიყვანა.
ბოლო განახლების შემდეგ „კვარა“ ორი ადგილით დაწინაურდა (მე-11 იყო) და მეცხრე პოზიციას იკავებს.
ქართველ ფეხბურთელზე წინ დეკლან რაისი (მერვე), უსმან დემბელე (მეშვიდე), კილიან მბაპე (მეექვსე), ერლინგ ჰოლანდი (მეხუთე), ლუის დიასი (მეოთხე), ლამინ იამალი (მესამე), მაიკლ ოლისე (მეორე) და ჰარი კეინი (პირველი) არიან.
The post Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა – რომელ ადგილზეა ბაიერნთან ბრწყინვალე მატჩის შემდეგ კვარაცხელია სიაში ? appeared first on elNews.ge.