სიახლე

1 მაისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა – იზრდება ჯარიმები და მკაცრდება წესები

რეგიონალური სიახლეები

2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ სფეროში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება მოთხოვნები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე – მათთვის აუცილებელი ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მიღება, ხოლო დამსაქმებლებს შესაბამისი ნებართვის აღება ევალებათ. ახალი რეგულაციები ამოქმედდა ვენახის გაშენებაზეც – კომერციული მიზნით ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი....

პირველწყარო →

2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ სფეროში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება მოთხოვნები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე – მათთვის აუცილებელი ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მიღება, ხოლო დამსაქმებლებს შესაბამისი ნებართვის აღება ევალებათ.

ახალი რეგულაციები ამოქმედდა ვენახის გაშენებაზეც – კომერციული მიზნით ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, იზრდება ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბების, უსაფრთხოების ღვედის არგამოყენებისა და მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის.


მსგავსი