სიახლე

სიგარეტზე აქციზის ცვლილებით ვანო ჩხატრიშვილი იხეირებს – მედია

Alia

სტუდია “მონიტორმა“ აქციზის და საგადასახდო კოდექსში ცვლილებების შესახებ მასალა მოამზადა, რომლის მიხედვითაც, არსებობს ეჭვი, რომ ცვლილებები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზეა მორგებული, რადგან ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში სიგარეტს აწარმოებს, მისი ოჯახის საკუთრებაა. 2026 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ბაზარზე ახალი რეალობა დადგა. კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქცია ერთმანეთისგან საგადასახადო განაკვეთით გამიჯნონ: იმპორტირებული სიგარეტზე აქციზის გადასახადი 85 […] The post სიგარეტზე აქციზის ცვლილებით ვანო ჩხატრიშვილი იხეირებს – მედია appeared first on .

პირველწყარო →

სტუდია “მონიტორმა“ აქციზის და საგადასახდო კოდექსში ცვლილებების შესახებ მასალა მოამზადა, რომლის მიხედვითაც, არსებობს ეჭვი, რომ ცვლილებები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზეა მორგებული, რადგან ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში სიგარეტს აწარმოებს, მისი ოჯახის  საკუთრებაა.

2026 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ბაზარზე ახალი რეალობა დადგა. კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქცია ერთმანეთისგან საგადასახადო განაკვეთით გამიჯნონ:

იმპორტირებული სიგარეტზე აქციზის გადასახადი 85 თეთრით გაიზარდა (1.30-დან 2.75 ლარამდე). ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე კი 60 თეთრით შემცირდა (1.9-დან 1.3 ლარამდე).

როგორც გაირკვა, სიგარეტს ერთი კომპანია, სს „თბილისის თამბაქო“ აწარმოებს, მისი ბრენდი „პირველი“ ბაზარზე გაყიდვადი პროდუქტია.

„თბილისის თამბაქო“ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის საკუთრებაა. კომპანიის 2023-2024 წლების  ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, აქციების 50-50%-იან წილებს მისი შვილები, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები ინაწილებენ.

ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ კომპანიის შემოსავლები მაღალია:

  • 2022 წელი: 19,7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება).
  • 2023 წელი: 11.7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება);
  • 2024 წელი: 14.7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება).

The post სიგარეტზე აქციზის ცვლილებით ვანო ჩხატრიშვილი იხეირებს – მედია appeared first on .


მსგავსი