სიახლე

სუს-ის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

GuriaNews

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, რომან ქარცივაძე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა. გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის […] The post სუს-ის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, რომან ქარცივაძე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა.

გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

The post სუს-ის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი