სიახლე

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

Alia

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. 11:00 საათისთვის ოფიციალური სტუმრების, მათ შორის ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლების მიღებაა დაგეგმილი. ამის შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს. მდინარე რიონზე ჯომარდობის დაშვება გაიმართება. ზეიმი ქალაქის ბულვარში გაგრძელდება, სადაც მრავალფეროვანი ღონისძიებები და კონცერტებია დაგეგმილი. 18:00 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. 20:00 […] The post დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება appeared first on .

პირველწყარო →

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. 11:00 საათისთვის ოფიციალური სტუმრების, მათ შორის ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლების მიღებაა დაგეგმილი.

ამის შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს. მდინარე რიონზე ჯომარდობის დაშვება გაიმართება. ზეიმი ქალაქის ბულვარში გაგრძელდება, სადაც მრავალფეროვანი ღონისძიებები და კონცერტებია დაგეგმილი.

18:00 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

20:00 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების გალაკონცერტი დაიწყება. დღის განმავლობაში ქუთაისელი გოგონები ტრადიციულად, მოქალაქეებს გვირილებს დაურიგებენ.

The post დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება appeared first on .


მსგავსი