სიახლე

ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა

მედიაცენტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩეხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას შეძლებს, რათა მოსკოვში ჩავიდეს, სადაც 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება. „სლოვაკურმა მხარემ ფრენის ნებართვის შესახებ სტანდარტული მოთხოვნა წარადგინა და იგი მაშინვე დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ადამ ჩორგომ. ცნობისთვის, რობერტ ფიცოს მოსკოვში გაფრენისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა არ მისცეს. The post ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი