ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა
ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა. The Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, ომის დასასრულებლად აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით ირანმა მოთხოვნები შეარბილა. გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობების განხილვას აშშ-ს მხრიდან იერიშების დასრულებისა და ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან ერთად სთავაზობს. აქამდე თეირანი საზღვაო ბლოკადის მოხსნას მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებდა. ასევე, ირანი აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვას სთავაზობს. წყაროების ცნობით, ირანმა შუამავლებს აცნობა, რომ მზად არის მოლაპარაკებები პაკისტანში უკვე მომავალი კვირის დასაწყისშივე დაიწყოს, თუ აშშ წინადადებას დათანხმდება. The post ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →